ირაკლი ქადაგიშვილი - მმართველი გუნდი რეკომენდაციების შესრულებაზე თანმიმდევრულად მუშაობს, უპრეცედენტოდ მაღალი სანდოობის კანონმდებლობა არის მიღებული
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად თანმიმდევრულად მუშაობს.
მისივე თქმით, მუშაობის შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი სანდოობის კანონმდებლობა არის მიღებული.
„ჩვენ ვასრულებთ 12 რეკომენდაციას და ეს მუშაობა ყველა მიმართულებით უკვე დასრულებულია. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას ორ კანონპროექტზე და ასევე, უნდა ავირჩიოთ სახალხო დამცველი. უპრეცედენტოდ მაღალი სანდოობის კანონმდებლობა არის მიღებული. მმართველი გუნდი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე თანმიმდევრულად მუშაობს. რადიკალური ოპოზიციის რადიკალური პოლიტიკის მკურნალობის რეცეპტი არავის აქვს და არ მგონია, ამერიკელ სენატორებს ჰქონდეთ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები – ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.