ირაკლი ქადაგიშვილი - კომპრომისი ნიშნავს პოზიციების დაახლოებას და არა ხალხის მიერ მონიჭებული მანდატის დათმობას
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომპრომისი ნიშნავს პოზიციების დაახლოებას და არა ხალხის მიერ მონიჭებული მანდატის დათმობას.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ბევრი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა, თუმცა შეთანხმებიდან გამომდინარე, პირობებს ვერ გაასაჯაროვებს.
„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რა სჭირდება ქვეყანას და მის დემოკრატიულ განვითარებას, ხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ამას ისედაც აკეთებს. თუ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება უნდა დათმოს, ეს არ არის კომპრომისი იმ მილიონ ამომრჩეველთან, ვინც მხარი დაგვიჭირა. კომპრომისი ნიშნავს პოზიციების დაახლოებას და არა იმას, რომ დათმო ის მანდატი, რაც ხალხმა მოგანიჭა. ბევრი კომპრომისული ნაბიჯი გადავდგით, უბრალოდ, პირობა გვაქვს დადებული, რომ პირობები არ გავასაჯაროვოთ.