ირაკლი ქადაგიშვილი - კანონის მიღება რევოლუციის სტარტაპად აქციეს, რაშიც ჩართულები არიან პრეზიდენტიც და გარკვეული უცხოური ძალებიც
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონის მიღება რევოლუციის სტარტაპად აქციეს, რაშიც ჩართულები არიან პრეზიდენტიც და გარკვეული უცხოური ძალებიც

ფაქტობრივად, საპროტესტო აქციის მიმდინარეობა თავიდან ბოლომდე იყო გათვლილი იმაზე, რომ ნებისმიერი პროვოკაციით სიტუაციის ესკალაცია გამოეწვიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მიმდინარეობისას მცდელობებია, რომ საპოლიციო ძალებზე აგრესია და შეტევა მიიტანონ

„საქართველოს ასეთი აგრესია არ ახსოვს. ეს პირდაპირი მცდელობებია, რომ საპოლიციო ძალებზე აგრესია და შეტევა მიიტანონ. დევი ჭანკვეტაძის განცხადებაც სწორედ აქეთკენ მიანიშნებდა. პრეზიდენტის შეწყალებებიც ასეთი პროცესების წახალისებას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, მათი მიზანია ქვეყანაში რევოლუციური პროცესების გაღვივება. კანონის მიღება რევოლუციის სტარტაპად გახადეს, რაშიც ჩართულები არიან პრეზიდენტიც და გარკვეული უცხოური ძალებიც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.