ირაკლი ქადაგიშვილი - ფსიქოლოგიური ბულინგი ტელეეკრანებიდან, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან არის რუსული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი
ირაკლი ქადაგიშვილი - ფსიქოლოგიური ბულინგი ტელეეკრანებიდან, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან არის რუსული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი

ფსიქოლოგიური ბულინგი ტელეეკრანებიდან, პოლიტიკოსების მხრიდან, „საზოგადოებრივი მოძრაობებისა“ და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან გვესმის, არის რუსული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ დრო დაკარგა ბულინგის მოგერიებაში, რაც, ქადაგიშვილის აზრით,  ჰიბრიდული ომის მესვეურთა დამსახურებაა.

„როცა საუბარია გარკვეული პარტიების მხრიდან, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ნიშნავს უპირობოდ ამოშანთვას რაღაცისას, უპირობოდ ვიღაცის გაძევებას, უკიდურესად დესტრუქციული დღის წესრიგით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას, ასეთ მდგომარეობაში ნებისმიერი საღი აზრის გამოვლინებაც კი დასჯადია. დასჯადია ყველა იმ მეთოდით, რაც ხელთ უპყრიათ. ფსიქოლოგიური ბულინგი ტელეეკრანებიდან, პოლიტიკოსების მხრიდან, „საზოგადოებრივი მოძრაობებისა“ და სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან გვესმის, არის რუსული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი ნაწილი. შეთანხმება აქამდე რომ ვერ შედგა, საქართველომ ამდენი დრო დაკარგა ბულინგის მოგერიებაში, სწორედ ამ ჰიბრიდული ომის მესვეურთა დამსახურებაა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.