ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს, რომ მათ საქმიანობაში დესტრუქციის ელემენტი ჭარბად იქნება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პარტიის მიერ ფრაქციის შექმნა არის პოლიტიკური ინსტრუმენტი პარლამენტში.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს, რომ მათ საქმიანობაში დესტრუქციის ელემენტი ძალიან ჭარბად იქნება.
„ნაციონალური მოძრაობა” ფრაქციას ქმნის. ფრაქციის შექმნა არის პოლიტიკური ინსტრუმენტი პარლამენტში, მაგრამ მათი მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ დესტრუქციის ელემენტი იქნება ძალიან ჭარბად მათ საქმიანობაში“, – ირაკლი ქადაგიშვილმა.