ირაკლი ქადაგიშვილი - ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და არავის პროტექტორატის ქვეშ არ ვიმყოფებით
ირაკლი ქადაგიშვილი - ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და არავის პროტექტორატის ქვეშ არ ვიმყოფებით

მთელმა საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და არავის პროტექტორატის ქვეშ არ ვიმყოფებით. ამას თუ ვერ გავაცნობიერებთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ძალიან მძიმე იქნება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სუვერენული კანონის მიღების გამო სანქციების დაწესება წარმოუდგენელია.

„წარმოგიდგენიათ სანქციების დაწესება იმის გამო, რომ იღებ სუვერენულ კანონს, რომელიც ყველაზე ლიბერალურია ასეთი სახის კანონებს შორის? რა თქმა უნდა, საკუთარ თავსაც და მეგობრებსაც უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველო სახელმწიფოა და არა პროტექტორატი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.