ირაკლი ქადაგიშვილი - ერთადერთი, რაც „ნაცმოძრაობას“ დარჩენია, არის სიძულვილის ენა, თავდასხმა ადამიანებსა და სახელმწიფოზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩენია, არის სიძულვილის ენა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.
„დღეს თუ ვინმემ სახე დაკარგა, აკაკი ბაქრაძის შვილმა დაკარგა. ეს არის შეურაცხყოფა, მათ შორის მამამისის ხსოვნის მიმართ. „ნაცმოძრაობის“ სიძულვილის ენა სწორი არ არის, მაგრამ ის ერთადერთია, რაც მათ დარჩენიათ – სიძულვილის ენა, თავდასხმა ადამიანებსა და სახელმწიფოზე. ეს ის სამწუხარო მდგომარეობაა, რაშიც „ნაცმოძრაობა“ თავისივე ქმედებების გამო აღმოჩნდა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.