ირაკლი ქადაგიშვილი - დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია არ მაქვს, პარლამენტში რჩება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პარლამენტის წევრად რჩება.
„ზოგადად, გუნდში კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა იყოს, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ რადიკალური მიუღებლობა არსებობდეს. ამიტომ საკითხის დრამატიზებას შევეშვათ. არის საკითხები, როცა გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე არ ხდება მუშაობის გაგრძელება იქ, სადაც მუშაობ. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, რაიმე ახალი ინფორმაცია არ მაქვს. პარლამენტში რჩება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.