ირაკლი ქადაგიშვილი - ციხეში შესვლა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა პირველ რიგში ნიკა მელიასთვის და ახლა უნდა, ისე გამოვიდეს, რომ ელემენტარული სახე მაინც შეინარჩუნოს
ირაკლი ქადაგიშვილი - ციხეში შესვლა კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა პირველ რიგში ნიკა მელიასთვის და ახლა უნდა, ისე გამოვიდეს, რომ ელემენტარული სახე მაინც შეინარჩუნოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას ციხეში შესვლა პირველ რიგში თავად მელიასთვის აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული.

ქადაგიშვილის შეფასებით, სწორედ ამიტომ, ნიკა მელია ახლა ელემენტარული სახის შენარჩუნებას ცდილობს.

„ნიკა მელიას ციხეში შესვლა, მისი ციხეში ყოფნა აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული პირველ რიგში მისთვის, აქედან გამომდინარე, ახლა რამენაირად უნდა, ისე გამოვიდეს, რომ ელემენტარული სახე მაინც შეინარჩუნოს. ამიტომ აქ ძალიან ბევრი სიბრძნის ძიება არ არის საჭირო, როგორც შეთანხმებაში არის, რომელიღაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის ამ გირაოს, შემდეგ პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და ნიკა მელია გირაოს გადახდის შედეგად გამოვა თავისუფლებაზე“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.