ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები იყოს დაცული
ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას იმასთან დაკავშირებით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები იყოს დაცული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგში წარდგენილი კიდევ ერთი სარჩელი არის შემადგენელი ნაწილი იმ სამართლებრივი ბრძოლის, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით მიაღწია.
„პირდაპირი დარღვევებია, მაგალითად, როგორიც არის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, ჯანმრთელობის კუთხით შეზღუდვების დაწესება, რომ ადამიანები სამკურნალოდ გადმოვიდნენ. როდესაც ხდება ადამიანების უკანონოდ დაკავება, ადამიანთა რელიგიური თვითრეალიზების და უფლებების განხორციელების შეზღუდვა. ეს სარჩელიც არის შემადგენელი ნაწილი იმ სარჩელებისა და იმ სამართლებრივი ბრძოლისა, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით მიაღწია საქართველოს ინტერესებისთვის. ჩვენ ობიექტური მტკიცებულებები გვაქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დასაშვებად ცნო.