ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ის მიერ მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა სწორი ნაბიჯი იქნებოდა ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერისა და პარტნიორობის ხაზგასმის კუთხით
სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერისა და პარტნიორობის ხაზგასმისთვის აშშ-ის მხრიდან მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნა სწორი ნაბიჯი იქნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, არ შეიძლება, მოსამართლე კეთილსინდისიერად შესრულებული საქმისთვის რაიმე სახის ზეწოლას, მით უმეტეს, დასანქცირებას ექვემდებარებოდეს.
„ალბათ დასანქცირებასაც რაღაც არგუმენტი სჭირდება. ასეთი არგუმენტი არ თქმულა. კარგად გვახსოვს მაგალითი ვანო ჩხიკვაძის, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს იხილავდა. ამ ადამიანზე პირდაპირი ზეწოლა განხორციელდა და ეს ზეწოლა იყო არა მხოლოდ ჩვენს აღქმაში, არამედ სტრასბურგის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუშვებელია ბულინგი და ზეწოლა, რაც მოსამართლეზე ხორციელდება. არ შეიძლება, მოსამართლე თავისი პროფესიული საქმიანობისთვის და კეთილსინდისიერად შესრულებული საქმისთვის რაიმე სახის ზეწოლას, მით უმეტეს, დასანქცირებას ექვემდებარებოდეს. ვფიქრობ, სასამართლოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერისა და პარტნიორობის ხაზგასმისთვის სანქციების მოხსნა სწორი ნაბიჯი იქნებოდა. მით უმეტეს, ახალი ელჩი განსხვავებულად უდგება საკითხებს და სურვილი აქვს, ორი ქვეყნის ურთიერთობებში პოზიტივი შემოიტანოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.