ირაკლი ქადაგიშვილი - არჩევნების შედეგებზე საგამოძიებო კომისია შედგა და ოპოზიციას გამოცხადებაც არ უნდოდა, იმდენად დაუსაბუთებელი იყო მათი ბრალდებები, დღეს ამ ბრალდებების გაჟღერება ელჩის პოზიციიდან ნონსენსად მიმაჩნია
ირაკლი ქადაგიშვილი - არჩევნების შედეგებზე საგამოძიებო კომისია შედგა და ოპოზიციას გამოცხადებაც არ უნდოდა, იმდენად დაუსაბუთებელი იყო მათი ბრალდებები, დღეს ამ ბრალდებების გაჟღერება ელჩის პოზიციიდან ნონსენსად მიმაჩნია

რადიკალური ოპოზიცია მომართულია იქითკენ, რომ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აღქმა შექმნას, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო არალეგიტიმური და ამიტომ მეათე მოწვევის პარლამენტის პარალიზება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა უნდა მოხდეს, ამისთვის ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადა,

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ყველა სხვა პროცესი, რომელიც ამ მავნე საბოტაჟურ პოლიტიკას უწყობს ხელს, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

„საგამოძიებო კომისია შედგა და ოპოზიციის წარმომადგენლებს გამოცხადებაც კი არ უნდოდათ იმდენად დაუსაბუთებელი იყო მათი ბრალდებები. დღეს ამ ბრალდებების გაჟღერება ელჩის პოზიციიდან, მიმაჩნია, რომ ნონსენსია. არ შეიძლება, საელჩო ამა თუ იმ ფორმით გახდეს ასეთი პოლიტიკური პროცესის ნაწილი. მას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტალურად უფრო აუცილებელი საკითხები აქვს, რაშიც აშშ-სთან, როგორც სტრატეგიულ მოკავშირესთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ეს მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგს არ უნდა გადავაყოლოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.