ირაკლი ქადაგიშვილი - არასამთავრობო სექტორი აბსოლუტურად გაუმჭირვალეა და ეს ჩატარებულმა კვლევამ საზოგადოებას კარგად დაანახა
არასამთავრობო სექტორი აბსოლუტურად გაუმჭირვალეა და ეს ჩატარებულმა კვლევამ საზოგადოებას კარგად დაანახა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ამავე დროს, კარგად იკვეთება ის უკანონო კავშირი, რაც არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავროებს შორის, როცა რადიკალურ პარტიებს არასამთავროები აქვთ შექმნილი და ამას ხან თავად ხელმძღვანელობენ, ხან მათთან აფილირებული პირები უკანონო დაფინანსებას იღებენ. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ, რომ ეს უკანონობა აღიკვეთოს და პოლიტიკური პროცესი იყოს გამჭირვალე. მათი მიზანია, რამენაირად, ერთადერთი ლოზუნგი, რაც ხელში აქვთ შერჩენილი – „არა, რუსულ კანონს“ – არ გაიყინოს და ზედაპირზე ატივტოვონ“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.