ირაკლი ქადაგიშვილი - აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიღებულია თავად „ქართული ოცნების“ მომხრეების დაჟინებული მოთხოვნით, რადგან ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა
ირაკლი ქადაგიშვილი - აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიღებულია თავად „ქართული ოცნების“ მომხრეების დაჟინებული მოთხოვნით, რადგან ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა

აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიღებულია თავად „ქართული ოცნების“ მომხრეების დაჟინებული მოთხოვნით, რათა საკუთარი პოზიცია გამოხატონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, რადგან ცილისწამების ნიაღვარი წამოვიდა გამოგონილი სლოგანებით და ტყუილი სტერეოტიპების დამკვიდრებით, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება.

„რა თქმა უნდა, ამას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, არამედ საზოგადოებრივი აზრის გამოხატვაც. საზოგადოება უყურებს, რომ საქართველო მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებას ინარჩუნებს. ამასთანავე, განუხრელად მიდის ევროინტეგრაციის გზაზე. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ხდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.