ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი კონცენტრირებული იქნება 12 რეკომენდაციის შესრულებაზე
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი კონცენტრირებული იქნება 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეკროკომისიის დასკვნა დამატებითი მოტივაციაა, რომ წლის ბოლოს ყველა პირობა შესრულდეს.
„ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით დეოლოგარქიზაციასა და სასამართლო რეფორმაზე. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ომბუდსმენის არჩევის საკითხი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დამტკიცება. ევროკომისიის შეფასებითმა დოკუმენტმა კიდევ დამატებითი სტიმული მოგვცა იმისთვის, რომ ამ საკითხებზე თანამშრომლობა იყოს და ყველა გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღოს, წლის ბოლოს კი ყველა პირობა შესრულდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს იხსნება.