ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას სასამართლო კორპუსის გამართული მუშაობა სჭირდება
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანას სასამართლო კორპუსის გამართული მუშაობა სჭირდება.
როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, რომ ზეპირი განცხადებების გარდა, რომლის უკან არგუმენტები არ დგას და ზოგადი ლაპარაკია რაღაც „კლანზე”, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ და მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს კითხვები დაუსვან, შეამოწმონ მათი სამსახურეობრივი კეთილსინდისიერება, კომპეტენცია.
„გამოკითხონ და იქნებ, რაიმე კვალი აღმოვაჩინოთ, თუ როგორ არის დაკავშირებული ესა თუ ისა მოსამართლე ამ მითიურ „კლანთან“. ოპოზიცია არ მოვა და საგნობრივ დისკუსიაში არ შემოვა, რადგან არგუმენტები არ აქვს. როცა არგუმენტები არ გაქვს, მაშინ ისე უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, ეს როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.