ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენაა
ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენაა

დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად მის მიერ პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა სახელდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, დავით სერგეენკოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე თავად არ მიუმართავს.

„რეგლამენტის მიხედვით, თუ ერთი სესიის განმავლობაში გაცდენების რაოდენობა სესიის ნახევარზე მეტს შეადგენს, ამ საკითხის განხილვა ხდება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სექტემბერში მოხდება. სხდომებზე არ დადიოდა, თავად განცხადებით არ მოუმართავს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დავით სერგეენკოს საკითხზე 14 ივლისს იმსჯელებს.