ირაკლი პაპავა - განსაზღვრული მქონდა, ჩემთვის დარიცხული თანხის 100 პროცენტი გადამერიცხა ან რაიმე ფორმით მიმეწოდებინა იმ ხალხისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება
ირაკლი პაპავა - განსაზღვრული მქონდა, ჩემთვის დარიცხული თანხის 100 პროცენტი გადამერიცხა ან რაიმე ფორმით მიმეწოდებინა იმ ხალხისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება

განსაზღვრული მქონდა, ჩემთვის დარიცხული თანხის 100 პროცენტი გადამერიცხა ან რაიმე ფორმით მიმეწოდებინა იმ ხალხისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ირაკლი პაპავამ განაცხადა.

პაპავა განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი საჰონორარო თანხის ნაწილის, 50 492 ლარის საბჭოს წევრებზე გადანაწილებას.

„განსაზღვრული მქონდა, ჩემთვის დარიცხული თანხის 100 პროცენტი გადამერიცხა ან რაიმე ფორმით მიმეწოდებინა იმ ხალხისთვის, ვისაც დახმარება სჭირდება. რადგანაც სხვა იურიდიული გზები არ აღმოჩნდა, გავიკითხეთ, ვითათბირეთ, ბევრი ვისაუბრეთ და არ აღმოჩნდა სხვა გზები. ამ გზით გავაკეთებთ ამას. მე არანაირ პრობლემას არ მიქმნის, რომ ამ თანხამ ჩემზე გაიაროს და ისე მივიდეს ამ ხალხთან. ვთვლი, რომ ეს არის ხილული სიკეთე, რომელმაც, ვნახეთ ერთხელ, რა მოუტანა ადამიანებს. რა მადლიერების გრძნობით იყვნენ ისინი. ვთვლი, რომ მეორეჯერ მოგვიწია ამის გაკეთება. ამ თანხას გადავრიცხავ ჩვენი თანამშრომლების საჭიროებისათვის. შენივე თანამშრომლებს რომ შენთვის განკუთვნილი თანხა მისცე ქველმოქმედების მიზნით, როდის მერეა ეს დასაძრახი საქციელი, არ მესმის“,- განაცხადა ირაკლი პაპავამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჰონორარო ნაწილში არსებული 132 492 ლარიდან, 82 ათასი ლარი გადავიდა 2021 წლის მაუწყებლის ბიუჯეტში; 50 492 ლარი კი, განაწილდება საბჭოს წევრებზე თანაბრად, თითოეულზე 5 610 ლარი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საბჭოს შვიდმა წევრმა – ირინა ფუტკარაძემ, ბონდო მძინარაშვილმა, ზაზა აბაშიძემ, ირაკლი პაპავამ, იზაბელა ოსიპოვამ, ბესიკ ლილუაშვილმა, გია ნიჟარაძემ; წინააღმდეგ წავიდნენ მიხეილ ჩიკვილაძე და გია მურღულია.

ვიდეომასალა იხილეთ ბმულზე.