ირაკლი ოქრუაშვილი - ჯარში გაწვევის თემა აშკარად არაა შენი კამპანიის ძლიერი მხარე და ნუ უსმენ მაგ საკითხში გირჩებს, ციყვებს და ბანკირებს
ჯარში გაწვევის თემა აშკარად არაა შენი კამპანიის ძლიერი მხარე და ნუ უსმენ მაგ საკითხში გირჩებს, ციყვებს და ბანკირებს, – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი ოქრუაშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ინიციატივას.
ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ თავდაცის სამინისტრო ვითომ ჯარში იწვევს წვევამდელებს, სინამდვილეში მათ კარის კაცებად და დარაჯებად აყენებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან.
„ჩვენი გამარჯვებისთანავე ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჯარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები არ დავაყენოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.