ნიკა მელია - გამარჯვებისთანავე ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჯარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები არ დავაყენოთ
ნიკა მელია - გამარჯვებისთანავე ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჯარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები არ დავაყენოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას აცხადებს, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უარს იტყვის იმ ახალგაზრდების ჯარში გაწვევაზე, ვინც შემდეგ სახელმწიფო უწყებებში დაცვის ფუნქციებს ასრულებს.

როგორც ნიკა მელიამ „მთვარის“ ეთერში განაცხადა, თავდაცის სამინისტრო ვითომ ჯარში იწვევს წვევამდელებს, სინამდვილეში მათ კარის კაცებად და დარაჯებად აყენებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან.

„ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტს, მათ შორის დედაქალაქის მერიას, სხვადასხვა გამგეობას. მე თავად გახლდით გამგებელი წელიწადნახევრის განმავლობაში, რა მთაწმინდის გამგეობის საქმე იყო რეალურად, ძალდატანებით ახალგაზრდა ადამიანი მოიყვანო გამგეობაში სტრესის ქვეშ ამყოფო, განცხადება დააწერინო, სადღაც მერე გადააგზავნო ეს ადამიანი, გააგზავნო რომელიღაც სამინისტროში ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ. ჩვენ ვთანხმდებით, რომ თავდაცვისუნარიანობა არის გასაძლიერებელი და მეტიც ბიუჯეტი აქვს თავდაცვის სამინისტროს გასაზრდელი და გასაორმაგებელიც. რასაც ეს ხელისუფლება არ აკეთებს, პირიქით თუკი სადმე ბიუჯეტი იზრდება, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი, რომელიც 100 მილიონით გაიზარდა და ჩვენგანზე იხარჯება. მყარად მინდა, დავაფიქსირო პოზიცია, რომ მომხრეები ვართ, რომ თავდაცვისუნარიანობა და თავდაცვის სისტემა გაძლიერდეს, მათ შორის ფინანსურად, მაგრამ არანაირად ეს არ არის მუნიციპალიტეტის საქმე. ამიტომ დედაქალაქის მერია, გამგეობები, არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას. ჩვენი გამარჯვებისთანავე ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ჯარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციური ადამიანები არ დავაყენოთ. მოდულის შენობებთან ახალგაზრდებს არ დავუყენებთ გომელაურს. არც კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარაჯებად”, – განაცხადა ნიკა მელიამ.