ირაკლი ოქრუაშვილი - დავასრულებთ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება და თბილისის მაჟორიტარულ ორ ოლქშიც წარვადგენთ ერთობლივ კანდიდატებს
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე იგეგმება შეთანხმება იმ დეკლარაციაზე, რომელიც შეეხება ხმების ერთობლივად დაცვას.
„ყველა პარტია, ვინც იქნება ამ დეკლარაციის ხელმომწერი, აიღებს ვალდებულებას, რომ დავიცვათ ერთმანეთის ხმები. ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და ჩვენი მოვალეობა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, დღესვე ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისი ორ ოლქში წარადგენენ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატს.
„დავასრულებთ იმ ქილიკს, თითქოს ოპოზიციაში არსებობს უთანხმოება. შევთანხმდებით თბილისის დარჩენილ ორ მაჟორიტარულ ოლქებზე და წარვადგენთ ერთობლივ კანდიდატებს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.