ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
„ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სავარაუდოდ, ნოზაძე დანით დაჭრეს. ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკის პრესსამსახურში კომენტარს ჯერ ვერ აკეთებენ.