ირაკლი ნადირაძე - „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ყველა ლიდერი არწმუნებს დასავლელ პარტნიორებს, რომ ქვეყანამ, ხალხმა აუცილებლად მიიღოს კანდიდატის სტატუსი
ირაკლი ნადირაძე - „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ყველა ლიდერი არწმუნებს დასავლელ პარტნიორებს, რომ ქვეყანამ, ხალხმა აუცილებლად მიიღოს კანდიდატის სტატუსი

„ნაციონალური მოძრაობა“, მისი ყველა ლიდერი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ ლიდერებს, რომ ქვეყანამ, ხალხმა აუცილებლად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები ჭორაობას რომ არ დაემსგავსოს, სჯობს, პირდაპირ სახელებით და გვარებით იყოს საუბარი.

„ერთი რამ ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ყველა ლიდერი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ ლიდერებს, რომ ქვეყანამ, ხალხმა აუცილებლად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ სხვა განცხადებას ჩვენი ლიდერების მხრიდან ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ. ამაზე ასევე საუბრობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ დიახ, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც არიან მისი ლიდერები, ყველგან მიდის დარწმუნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა, რომ ქვეყანამ, ხალხმა აუცილებლად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან კანდიდატის სტატუსი სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ნადირაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.