ირაკლი კოვზანაძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მის ფუნქციებთან თანხვედრაშია
ირაკლი კოვზანაძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მის ფუნქციებთან თანხვედრაშია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება მის ფუნქციებთან თანხვედრაშია.

„სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია ახლახან მივიღეთ და მისი დამუშავება ხდება. ამ და სხვა საკითხებზე ფინანსთა სამინისტროსთან კითხვები გვექნება და ველოდებით ადეკვატურ პასუხებს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი განულებულია. პროექტის წინა ვერსიებში სარეზერვო ფონდში 5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. ამასთანავე, ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე მცირდება, ხოლო ადმინისტრაციის დაფინანსება –  9,8 მილიონი ლარიდან  6 მილიონ ლარამდე.