მომავალ წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა აღარ გამოიყოფა
მომავალ წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა აღარ გამოიყოფა

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე წარდგენის მიხედვით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა აღარ გამოიყოფა.

წელს ფონდის მოცულობა 5 მილიონ ლარს შეადგენდა, მომავალ წელს კი, ფონდისთვის დაფინანსება გათვალისწინებული აღარ არის.

ამასთან, მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა კვლავ 50 მილიონ ლარზეა განსაზღვრული.

ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებაც. თუ 2018 წელს ადმინისტრაციის ბიუჯეტი 9,8 მილიონი ლარია, მომავალ წელს სავარაუდოდ, 6 მილიონი ლარი იქნება.