საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. დატვირთული სამუშაო ვიზიტის ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ კარნეგი ჰოლში ამერიკელ ექსპერტებთან გამართა.
დახურულ მრგვალ მაგიდაზე საუბარი საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს შეეხო. ჯამში, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ 30-მდე შეხვედრა გამართა საერთშორისო საფინანსო კომპანიებისა და დემოკრატიული ინსიტუტების წარმომადგენლებთან.
კობახიძე შეხვდა კონგრესმენებსა და სენატორებს, რომლებიც საკუთქრ განცხადებებში საკმაოდ მკაცრები და კრიტიკულები იყვნენ რუსეთის მისამართით და ხაზს უსვამდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას. შეხვედრებზე აღინიშნა ისიც, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქვეყნის საგარეო კურსის აქტიურ მხარდაჭერას და კვლავ დაეხმარება საქართველოს ქვეყნის შიგნით დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში.
“ამ შეხვედრების დროს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ძალიან პოზიტიურად ფასდება ის ცვლილებები, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავარძელოთ ძალიან მყარი და მჭირდო თანამშრომლობა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და მეგობრებთან. ნატო-ში გაწევრიანება იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ჩვენი დისკუსიების. კიდევ ერთხელ ვთხოვეთ ამერიკელ მეგობრებს, რომ მყარი მხარდაჭერა გამოხატონ მუდმივად საქართველოს მიმართ ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. განწყობა არის პოზიტიური, ეს არის მთავარი. დანარჩენი არის დამოკიდებული ჩვენს ძალისხმევაზე. ასევე, გვაქს ძალიან დიდი იმედი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებისთვის მიცემულ შემაჯამებელ ინტერვიუში.