დავით მათიკაშვილი - ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში უპრეცედენტოდ წარმატებულია
დავით მათიკაშვილი - ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში უპრეცედენტოდ წარმატებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში უპრეცედენტოდ წარმატებულია. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ სტრატეგიულ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-სამართლებრივი რეფორმის – საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის წარმოადგენს მაღალი დონის პოლიტიკურ ლიდერს. ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში უპრეცედენტოდ წარმატებულია.

როგორც კონგრესსა და სენატში, ასევე სამეცნიერო და საუნივერსიტეტო წრეებში ირაკლი კობახიძემ გამართა არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლაში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, სტრატეგიულ პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-სამართლებრივი რეფორმის – საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ფაქტობრივად ახლიდან შექმნილი საქართველოს კონსტიტუცია ვენეციის კომისიის წამყვანი ექსპერტების მიერ უკვე იქნა შეფასებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში, რაც, ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისათვის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დასრულდა. ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ კარნეგი ჰოლში ამერიკელ ექსპერტებთან გამართა.