ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ბიუროს წარუდგინა
ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს წარუდგინა.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე წარდგენილია გია ვოლსკის კანდიდატურა.
ამასთან, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს არჩილ თალაკვაძე შეცვლის.