ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ბიუროს წარუდგინა

18:42, 24.06.2019

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პარლამენტის ბიუროს წარუდგინა.

ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით,​ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე წარდგენილია გია ვოლსკის კანდიდატურა.

ამასთან, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეს არჩილ თალაკვაძე შეცვლის.

მსგავსი