ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის თაობაზე პირველი ანგარიში უნდა წარადგინოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე პირველი ანგარიში უნდა წარადგინოს.
ანგარიშის წარდგენის ვალდებულებასა და პროცედურას ახალი რეგლამენტი განსაზღვრავს, რომელიც გასულ წელს, რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალ კონსტიტუციასთან ერთად ამოქმედდა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.
რეგლამენტის კონკრეტდება, რომ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას პარლამენტი ერთობლივად განიხილავს.