ირაკლი კობახიძე - ბრიუსელში გამართული შეხვედრებისას განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი, როუმინგის საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის
როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი არა მხოლოდ ზოგადად თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, არამედ კონკრეტულ პროექტებზეც იყო საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი.
„განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი და ასევე, როუმინგის საკითხი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული პროექტების განხორციელება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ზოგადად თანამშრომლობის გაღრმავების და ამ კონკრეტული პროექტების განხორციელების კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.