ირაკლი კობახიძე - ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმე საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, პარლამენტი ამ საქმის მიმდინარეობით დაინტერესდა და იუსტიციის მინისტრთან და მთავრობის წარმომადგენლებთან სპეციალური შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრაზე ამ საქმის თითოეული დეტალი განვიხილეთ. მათ შორის ის, თუ როგორ არის ჩვენი ქვეყნის არგუმენტები მომზადებული, რა სახის არგუმენტები და მტკიცებულებებია წარმოდგენილი. დავრწმუნდით, რომ ყველა შესაბამისი ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი ამ პროცესს დააკვირდება”, – განაცხადა კობახიძემ.
სტრასბურგის სასამართლოში 23 მაისს აგვისტოს ომის საქმის ბოლო ღია განხილვა გაიმართება.