თეა წულუკიანი - 23 მაისს მთელ ქვეყანას მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, როცა სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე ბოლო ღია განხილვა გაიმართება
თეა წულუკიანი - 23 მაისს მთელ ქვეყანას მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, როცა სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე ბოლო ღია განხილვა გაიმართება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოში 23 მაისს აგვისტოს ომის საქმის ბოლო ღია განხილვა გაიმართება და სასამართლოს წინაშე მთავრობის წარმომადგენლები მათი გუნდური მუშაობის შედეგს დაიცავენ.

თეა წულუკიანის განცხადებით, ეს დღე მთელი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.

„23 მაისს გვაქვს მნიშვნელოვანი დღე მთელ ქვეყანას. მინდა, მედიას და თითოეულ თქვენგანს ვთხოვო მაქსიმალური ყურადღება, რადგან თავად თემა არის საყურადღებო – 23 მაისს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არის აგვისტოს ომის საქმე.

23 მაისს გადაწყვეტილება არ ცხადდება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც წლის ბოლომდე, ჩემი ვარაუდით, უნდა გამოცხადდეს, იყოს საქართველოსთვის სასიკეთო, ჩვენი სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის სასიკეთო, რომ იყო რეალობის და ჭეშმარიტების შესაბამისი, აუცილებელია, 23 მაისი ჩაიაროს წამატებით ჩვენი ქვეყნისთვის. იუსტიციის სამინისტრომ ტიტანური შრომა გაწია 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე, ჩვენს სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად. პირველ რიგში, სამართალდამცველმა ბლოკმა ჩვენი მთავრობის – იქნება ეს პროკურატურა, შსს, სუს-ი თუ თავდაცვის სამინისტრო, რომლებმაც შევძელით მტკიცებულებების მოპოვების კუთხით პრაქტიკულად შეუძლებელი და რამდენიმე კომპონენტში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და დახმარების შედეგად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ამ გუნდური მუშაობის შედეგი იქნება 23 მაისს, აბსოლუტურად გამართლებული პოზიცია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები დაიცავენ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.