ირაკლი კობახიძე - ყველა ვალდებულია, გადაიხადოს გადასახადები და ეს არის ზაზა ოქუაშვილის ვალდებულებაც
ყველა ადამიანი ვალდებულია, გადაიხადოს გადასახადები და ეს არის ზაზა ოქუაშვილის ვალდებულებაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ სპექტაკლი, რომელიც ზაზა ოქუაშვილთან იყო დაკავშირებული, ჩავარდა.
„სპექტაკლის მეშვეობით ზაზა ოქუაშვილი ვალის გადახდისგან თავის არიდებას ცდილობდა. ჩავარდა ეს სპექტაკლი და ახლა ლოგიკური იყო, რომ მან დაიწყო ვალის გადახდა. ზაზა ოქუაშვილს „ნაციონალურ მოძრაობისა“ და ნიკა გვარამიასთან ერთად დადგმული სპექტაკლით ვალისგან თავის არიდება არ გამოუვიდა, შედეგი სახეზეა. ყველა ადამიანი ვალდებულია, გადაიხადოს გადასახადები და ეს არის ზაზა ოქუაშვილის ვალდებულებაც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.