ირაკლი კობახიძე - წესით, იანვრის ბოლომდე უნდა გაირკვეს მთელი სურათი, დარწმუნებული ვარ, შედეგად მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.
კობახიძის თქმით, ის დარწმუნებულია, შედეგად, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.
„ჩვენ ველოდებით მეხუთე რაუნდს, გვექნება კონსულტაციები ფასილიტატორ ელჩებთან. ვფიქრობ, როგორც კი გადაივლის ახალი წლის დღესასწაულები, მაშინვე შესაძლებელი გახდება მეხუთე რაუნდის ჩანიშვნა და გაგრძელდება მოლაპარაკებები. წესით, იანვრის ბოლომდე უნდა გაირკვეს მთელი სურათი და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგად ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.