ირაკლი კობახიძე - ვმუშაობთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება, ვიმედოვნებთ, დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას
აქტიურად ვმუშაობთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე, ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა იქნება მზად, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე იმედოვნებს, რომ დეკემბერში მიღებული იქნება სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„იმედი გვაქვს, დეკემბერში ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, იქნება სამართლიანი. სამწუხაროდ, შარშან ევროპული საბჭოს მხრიდან მიღებული იყო გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოებისთვის. იმედი გვაქვს, ამ შემთხვევაში, დეკემბერში მიღებული იქნება სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.