ირაკლი კობახიძე - ვხედავთ, რომელი პოლიტიკური ძალებისა და მედიასაშუალებების მიერ არის მიზანმიმართული ორკესტრირებული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე
ირაკლი კობახიძე - ვხედავთ, რომელი პოლიტიკური ძალებისა და მედიასაშუალებების მიერ არის მიზანმიმართული ორკესტრირებული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე

ოპონენტების მხრიდან არის პოლიტიკური ინტერესი და ვხედავთ, რომელი პოლიტიკური ძალებისა და მედიასაშუალებების მიერ არის მიზანმიმართული ორკესტრირებული შეტევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სასამართლოზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე შეტევის მიზანი არის დამოუკიდებლობის შეზღუდვა და კონკრეტული ინსტიტუტისთვის ბრძოლა.

„გახსოვთ, რომ ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული ბრძოლა ოპონენტებთან პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ. ახლა წარიმართება ბრძოლა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და სასამართლოს ინსტიტუტისთვის ბუნებრივია, არ დავუშვებთ ამ პოლიტიკური ძალის რევანშს და მის მიერ კონტროლის მოპოვებას, რაიმე გავლენის მოპოვებას სასამართლო ხელისუფლებაზე. ეს არის ბრძოლა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დასრულდება ჩვენი ოპონენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 31 კი წინააღმდეგ წავიდა.