ირაკლი კობახიძე - ვიდრე ოქუაშვილის ვიდეოების 3D ვერსია არ გამოვა, პარლამენტი ამ საკითხის განხილვაში არ უნდა ჩაერთოს
ვიდრე ზაზა ოქუაშვილის ვიდეოების 3D ვერსია არ გამოვა, პარლამენტი ამ საკითხის განხილვაში არ უნდა ჩაერთოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ოთარ კახიძემ, საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში მისვლის საკითხი დასვა.
„დასრულდება რამდენიმე დღეში საარჩევნო პროცესი და დარწმუნებული ვარ, გვეწვევიან როგორც შს მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორი. გვექნება მოსმენის საშუალება. ოქუაშვილს რაც შეეხება, სანამ 3D ვერსია არ გამოვა, მანამდე მგონი, პარლამენტი არ უნდა ჩაერთოს ამ საკითხების განხილვაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.