ირაკლი კობახიძე - უვიზოდ გადაადგილების უფლების მიღება იყო უდიდესი წარმატება, რომელიც მოიტანა ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე „ქართული ოცნების“ ძალისხმევამ
ოთხი წლის წინ, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლების მიღება იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის 4 წლის თავზე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.
„ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღო. ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ.
მეამაყება, რომ პირადად ვესწრებოდი ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიზალიბერალიზაციის 4 წლის თავზე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე“, – წერს ირაკლი კობახიძე.
დღეს, 28 მარტს, ოთხი წელი შესრულდა, რაც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, უვიზოდ იმგზავრონ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.
ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში…
Posted by ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze on Sunday, March 28, 2021