ირაკლი კობახიძე - ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან საერთო კოორდინაციას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან საერთო კოორდინაციას, რომელიც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ.
ირაკლი კობახიძემ უნგრელ ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა.
„უნგრეთს ამ შემთხვევაში ჰქონდა ჯანსაღი პოზიცია, რაც ძალიან მისასალმებელია და გვინდა, თითოეულ ევროპარლამენტარს ამასთან დაკავშირებით მადლობა გადავუხადოთ. ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს საკვანძო ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა დაბლოკა ევროკავშირის ინიციატივა, გამოეთქვათ პროტესტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.