ირაკლი კობახიძე - უნდა ვიზრუნოთ, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს უკრაინელ ხალხს, ამასთანავე, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, თითოეული ნაბიჯი ამ პრინციპით იქნება ნაკარნახევი
ირაკლი კობახიძე - უნდა ვიზრუნოთ, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს უკრაინელ ხალხს, ამასთანავე, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე, თითოეული ნაბიჯი ამ პრინციპით იქნება ნაკარნახევი

უნდა ვიზრუნოთ, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, ამასთანავე, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე და თითოეული ჩვენი ნაბიჯი იქნება ამ პრინციპით ნაკარნახევი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აკვირდება უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რაც შეეხება უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება.

ჩვენ სოლიდარობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება წარიმართოს უკრაინის ტერიტორიაზე, იქნება უმძიმესი, უპირველესად, უკრაინელი ხალხისთვის. პირველ ყოვლისა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ამასთანავე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე და თითოეული ჩვენი ნაბიჯი იქნება ამ პრინციპით ნაკარნახევი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.