ირაკლი კობახიძე - უკრაინას ვუწევთ როგორც პოლიტიკურ, ისე ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია
ჩვენ მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად.
„საქართველოს და უკრაინას აკავშირებთ ძალიან მჭიდრო, მრავალწლიანი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა აკავშირებს ჩვენს ხალხებსაც. ჩვენ მყარ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინას, ეს არის როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა, ასევე ჰუმანიტარული. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, პარტნიორებთან ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეგვიძლია, შემდგომში განვახორციელოთ“, – განაცხადა კობახიძემ.