ირაკლი კობახიძე - უინტერესოა „ნაცმოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, ყველამ იცის, რომ ამით არაფერი იცვლება, ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური პარტია
ირაკლი კობახიძე - უინტერესოა „ნაცმოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, ყველამ იცის, რომ ამით არაფერი იცვლება, ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური პარტია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა-არშესვლის საკითხი საინტერესო არ არის.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლით ან გამოსვლით რეალურად არაფერი იცვლება.

„არც ჩვენთვის და არც ხალხისთვის არ არის ეს საინტერესო. საერთოდ უინტერესო გახდა „ნაცმოძრაობის“ პოზიცია შესვლასთან, არშესვლასთან, გამოსვლასთან დაკავშირებით. ყველამ იცის, რომ ამით არაფერი იცვლება. რეალურად, არ იცვლება მთავარი – ამ პოლიტიკური პარტიის ბუნება. ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური პარტია. მათ არ შეუძლიათ სხვანაირად მოქმედება. აქედან გამომდინარე, როდის შევლენ პარლამენტში, როდის გამოვლენ, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მითუმეტეს, რომ აქაც საუბრობენ პარლამენტში მუშაობასთან ერთად რაღაც დესტრუქციულ ელემენტებზე. აქედან ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.