ირაკლი კობახიძე - თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა
ირაკლი კობახიძე - თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა

საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციას, ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მათ შეუძლიათ, დატოვონ თავიანთი საყვარელი სისტემა, რომელსაც უფრთხილდებოდნენ თავიანთი მმართველობის პერიოდში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში შევარდნაძის დროს, შემდეგ მთლიანად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს მათი არჩევანია, მაგრამ თუ მათი არჩევანის საფუძველზე საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ბუნებრივია, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ივნისის ბოლოს სამივე მოსმენით გავა კენჭისყრაზე და ამ დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა.

„თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამის გამო ჩავარდება კანონპროექტი, ეს იქნება მათი სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.