ირაკლი კობახიძე - სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას საფრთხე არ შეექმნას
ირაკლი კობახიძე - სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას საფრთხე არ შეექმნას

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, რათა ყოველ ჯერზე მივიღოთ მაქსიმალურად კარგად გააზრებული და სწორი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ეკონომიკის, ბიზნესის განვითარება არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული პრობლემები მოვაგვაროთ, აღმოვფხვრათ სიღარიბე და უმუშევრობა, ხელი შევუწყოთ ადამიანების დასაქმებას. მომავალშიც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი კომუნიკაციისთვის. ნებისმიერ დროს ღია ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის და ნებისმიერი საკითხის განსახილველად. მთავარია სამი ფაქტორი, რაც არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებისთვის. პირველ რიგში, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს; მეორე – ბიზნესის თავისუფლება; და მესამე – მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ეს სამივე ფაქტორი თანაბრად მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას არ შეექმნას რაიმე საფრთხე“, – განაცხადა კობახიძემ.