ირაკლი კობახიძე - შეგვიძლია, დავსვათ კითხვა, პატარა რეფერენდუმი ჩავატაროთ, ხალხს მოვუწოდოთ,  გამოვიდნენ, პარლამენტის წინ შეიკრიბონ, თქვან, თუ ვინმე არის მომხრე, რომ საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში

საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, არის ერთ მხარეს მცდელობა, საქართველო ჩაერთოს კონფლიქტში და საქართველოს ხელისუფლება არის ამ მოსაზრების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შესაძლებელია, ჩატარდეს რეფერენდუმი, სადაც ხალხი დაფიქისრებს თავის აზრს, სურთ თუ არა, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს.

„ჩვენ ხალხი უნდა დავიცვათ და სამხედრო კონფლიქტში არ უნდა ჩავერთოთ. შეგვიძლია, კითხვა დავსვათ, პატარა რეფერენდუმი ჩავატაროთ და ხალხს მოვუწოდოთ – გამოვიდნენ, დავუშვათ, პარლამენტის წინ შეიკრიბონ, თქვან, თუ ვინმე არის იმის მომხრე სამხედრო კონფლიქტში ჩაერთონ. ჩვენ ვიკითხით. შეიძლება, ეს ასეა საჭირო, არ ვიცი. თუ ვინმე არის იმის მომხრე, რომ საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, დავსვათ ეს კითხვა. ვფიქრობთ, რომ საქართველო ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე სამხედრო კონფლიქტში არ უნდა ჩაერთოს“, – განაცხადა კობახიძემ.