ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინა „ნაცმოძრაობამ“, მაგრამ მაინც აუცილებელია, სამართლებრივად დადგინდეს ეს დანაშაულები
ირაკლი კობახიძე - საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩაიდინა „ნაცმოძრაობამ“, მაგრამ მაინც აუცილებელია, სამართლებრივად დადგინდეს ეს დანაშაულები

საზოგადოებამ იცის ყველაფერი იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას“. „ნაცმოძრაობამ“ უამრავი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მაინც აუცილებელია სამართლებრივი პროცესი, რათა ეს დანაშაულები სამართლებრივად დადგინდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს პროცედურები აუცილებლად დაიწყება, როგორც კი „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

„„Ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმაც კი იციან ამ დანაშაულთა თაობაზე. თავის დროზე, როცა ჩატარდა ხალხში გამოკითხვა, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს შორისაც პირდაპირ მიდიოდა საუბარი, რომ მათ იცოდნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულების თაობაზე, მათ შორის, საქმე ეხება 2008 წლის დანაშაულს, საქმე ეხება ბიზნესის რეკეტს, ადამიანების წამებას, ადამიანების ქუჩაში მკვლელობას, მედიის მიტაცებას და ა.შ. უამრავი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ მაინც არის აუცილებელი სამართლებრივი პროცესი, რათა ეს დანაშაულები სამართლებრივად დადგინდეს. ეს პროცედურები აუცილებლად დაიწყება როგორც კი „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.