ირაკლი კობახიძე - საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, უნდა გასამართლდეს
ირაკლი კობახიძე - საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, უნდა გასამართლდეს

ვინმე თუ ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ხალხის ძალის“ აღმასრულეებლი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით.

„საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს. ეს არის ზოგადი პასუხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.