ირაკლი კობახიძე კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქალაქ კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და პარლამენტის სახელით, დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს უსამძიმრებს. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში, ირაკლი კობახიძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ კემეროვოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. განსაკუთრებით შემზარავია, რომ მათ შორის ათობით ბავშვია. საქართველოს პარლამენტის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს”-ნათქვამია განცხადებაში.
ქალაქ კემეროვოში, სავაჭრო-გასართობ ცენტრში მომხდარ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 41 ბავშვია.