ირაკლი კობახიძე - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული იქნება
ირაკლი კობახიძე - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული იქნება.

სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სხდომის გახსნის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გეგმებზე ისაუბრეს.

კობახიძის თქმით, ქვეყნებს ერთმანეთთან ძალიან სერიოზული ისტორიული ურთიერთობები აკავშირებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ თანამშრომლობისთვის ინსტიტუციური ხასიათი მიგვეცა და ერთობლივი ასამბლეის შექმნა სწორედ ამას ემსახურება. გვაქვს როგორც საერთო გამოწვევები, ასევე, საერთო მიზნები, რაც მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს უწყობს. ჩვენი საერთო გამოწვევები დაკავშირებულია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასთან. საერთო მიზანი ევროპული მომავლის უზრუნველყოფაა. ამ თვალსაზრისით, სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ხელს ის გადაწყვეტილება შეუწყობს, რომელიც მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული იქნება, ამის გარანტია კი, ხალხებს შორის ისტორიული კავშირი და ისტორიული მეგობრობაა“, – განაცხადა კობახიძემ.